იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 10.5%-ით გაიზარდა

589

2017 წლის იანვარი – თებერვლის პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია (10.5%; 71 000 კაცით), 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 775 000 კაცს შეადგენს. მთლიანი ვიზიტორების დაახლოებით 45%  (333 000 კაცი) მიეკუთვნება კატეგორიას "ერთდღიანი ვიზიტი", 17%  (128 000 კაცი) საქართველოს სტუმრობს ტრანზიტული მიზნით, ხოლო 37% (294 000 კაცი) არიან ის ვიზიტორები, რომელებიც საქართველოში 24 საათზე მეტს ატარებენ. შესაბამისს მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვიზიტორების ზრდა ფიქსირდება როგორც იანვარში (19.8%, 64 000 კაცით), ასევე თებერვლის თვეში (2.1%, 8 000 კაცით). აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაგრძელდა ვიზიტორების ზრდის 2016 წლის ტენდენცია. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (7.6%, 450 ათასი კაცი) და 6.3 მლნ. კაცი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2016 წელს ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა ყველა თვეში აგვისტოს გარდა, როცა ვიტიზორების რაოდენობა 5 000 კაცით შემცირდა.

Comments
Loading...