იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია

444

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 356 მილიონი აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მილიონი აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

Comments
Loading...