იანვარ-თებერვალში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 26.5%-ით გაიზარდა

214

2018 წლის იანვარ-თებერვალში, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  620.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 174.9 მლნ. აშშ დოლარი (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 445.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 36.8 პროცენტი იყო. მათ შორის ექსპორტში 39.2 პროცენტი და იმპორტში 36.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 33.9, 36.4 და 33.1 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34.2 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში 31.4 პროცენტი).

Comments
Loading...