იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით გაიზარდა

202

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია. შესაბამისს სტატისტიკას საქსტატი ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარს (13.3 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 335.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

Comments
Loading...