იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია

492

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 356 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მილიონ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

Comments
Loading...