იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

6

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 253.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 32.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3 666.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 33.7 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2 078.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 766.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 614.7 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 559.7 მლნ. აშშ დოლარით.

Comments
Loading...