იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რიცხვი 32%-ით გაიზარდა

411

2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 63,911-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +19.8%)-ია. შესაბამისს მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იანვრის თვის მაჩვენებლებით 32.4%-ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ  154,083 შეადგინა, რაც 37,714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე. 

2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-0.8%), სომხეთიდან (+31.4%), რუსეთიდან (+40.3%) და უკრაინიდან (+28.2%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩეოდა ლიტვა +47%, ბულგარეთი +32%, გერმანია +32%, პოლონეთი +25% და გაერთიანებული სამეფო +23%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +617%, უზბეკეთი +231%, ინდოეთი +158%, ისრაელი +83%, ჩინეთი +78%, ყაზახეთი +32% და ბელარუსი 25%.

Comments
Loading...