იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის იმპორტი 1.1%-ით შემცირდა

101

2019 წლის იანვარში საქონლის იმპორტი 1.1 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რეგიონის ქვეყნებიდან კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა სომხეთიდან (ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გამო) და რუსეთიდან (ნავთობპროდუქტების ხარჯზე) იმპორტი, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი თითქმის არ შეცვლილა. 2019 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულმა იმპორტმა მოიკლო, რაც ძირითადად ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან იმპორტის კლებას უკავშირდება.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ბრაზილიიდან იმპორტი, რაც სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების დიდი მოცულობით გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან იმპორტი, რომელიც ტურბორეაქტიური ძრავების შემოტანასა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებას უკავშირდება. გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტი წყლის ორთქლზე მომუშავე ტურბინების შემოტანის გავლენით.

2019 წლის იანვარის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, აშშ, გერმანია და უკრაინა. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორების იმპორტი მთლიანი იმპორტის 60 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებულია

Comments
Loading...