იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 32.9 მილიონით გაიზარდა

395

2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 32.9 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 30.2 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 1.3 პროცენტით შემცირდა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

Comments
Loading...