იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 231.1 მლნ ლარით შემცირდა

26

2019 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 231.1 მლნ მლნ ლარით შემცირდა და 25.93 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.8 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 16.7 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების კლებამ, ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები.

იანვრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.0 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...