იანვარში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 470.8 მლნ ლარით შემცირდა

60

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 470.8 მლნ ლარით (11.2 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 3.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 51.1 მლნ ლარით (1.3
პროცენტით) გაიზარდა.

პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 3.2 პროცენტს გაუტოლდა.

Comments
Loading...