იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 5.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

48

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (41.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (38.2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში.

Comments
Loading...