იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 14%-ით გაიზარდა

179

საექსპორტო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ექსპორტის მატებამ, რაც დიდწილად კვლავ მსუბუქი ავტომობილების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის დანარჩენი ქვეყნებიდან სომხეთში ექსპორტი გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის წყალობით, ხოლო რუსეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა უმეტესად ყურძნის ღვინოებისა და მინერალური წყლების ექსპორტის გავლენით. ამასთანავე, თურქეთში ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია.

საანგარიშო თვეში შემცირდა ევროკავშირში ექსპორტი, რაც დიდწილად ლიეტუვაში მინერალური და ქიმიური სასუქებისა და საფრანგეთში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეექსპორტის კლებამ განაპირობა. ჩინეთში ექსპორტი შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის კლების გავლენით.

2019 წლის იანვარის მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა და ბულგარეთი. ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიანი ექსპორტის 69 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.

Comments
Loading...