იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით შემცირდა

7

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...