იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია

569

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

ექსპორტი 177 მილიონი აშშ დოლარი იყო (45%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მილიონი აშშ დოლარი (15%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46% შეადგინა.

Comments
Loading...