იანვარში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 870.3 მილიონი ლარით შემცირდა

43

იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 870.3 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით შემცირდა და 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 38.8 მლრდ ლარი შეადგინა.

2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

Comments
Loading...