იანვარში, ევროზონის ქვეყნებში ინფლაციამ ოთხი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

455

2017 წლის იანვარში ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ზრდა 1,8%-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში იგი 1,1%-ს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ Eurostat-ი წერს.

პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასები ევროზონაში იანვრის თვეში 1,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში – 1,2%-ით.

გარდა ამისა, საწვავი და ენერგეტიკული პროდუქცია ევროზონის ქვეყნებში 2017 წლის იანვარში 8,1%-ით გაძვირდა, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 2,6%-ს შეადგენდა.

Comments
Loading...