თურქმენული ნავთობის ტრანზიტით საქართველო 60 მილიონ ლარს მიიღებს

661

“საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიღწეულია შეთანხმება. ამიერიდან, წელიწადში 1,6 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

შეთანხმება სამწლიანია. საქართველოს ტერიტორიის გავლით ამ დროის განმავლობაში 4,5 მილიონი ტონა ტვირთი გატარდება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ლარით შეივსება.

Comments
Loading...