თურქეთში მოსახლეობის 12,1% უმუშევარია

5

აგვისტოში, თურქეთში უმუშევრობის დონემ 12,1%-ს მიაღწია. უმუშევართა რიცხვმა 3 მილიონ 965 ათასს ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TÜİK) უახლესი მონაცემებით, აგვისტოს თვეში, 15 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობაში უმუშევრების რაოდენობა 11 000-ზე მეტით გაიზარდა და 3.9 მილიონი შეადგინა.

ამავე პერიოდში, დასაქმების მაჩვენებელი 14 000-ით შემცირდა და 28.7 მილიონი შეადგინა.

Comments
Loading...