თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს

213

საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხი განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა რომეო მიქაუტაძემ და გიორგი ჩიქოვანმა თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბარაიქი  შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საკითხების გადასაწყვეტად.

მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს როგორც  იმპორტ-ექსპორტ-ტრანზიტის პოტენციალის ზრდას, ასევე  ელექტროენერგიით მომარაგების მიწოდების საიმედოობის, ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა შედგება მარტში, ქ. თბილისში.

Comments
Loading...