თურქეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თურქეთის სხვადახვა ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფო-ტურის ფარგლებში თურქი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

2019 წლის იანვარში თბილისსა და თურქეთის დედაქალაქ ანკარას შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა,რომელსაც “თურქეთის ავიახაზები” ასრულებს.

ინფო-ტური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების” თანამონაწილეობით გაიმართა.

Comments
Loading...