თურნავა: გაზიფიცირება დამატებით 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება

33

ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, 2019-2021 წლებში, 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის 209 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც მოიცავს 2019-2021 წლებს. გაზიფიცირების გეგმის თანახმად მოხდება მასშტაბური გაზიფიცირება დამატებით 217 დასახლებულ პუნქტში.

მთლიანობაში, საქართველო 85%-ით იქნება გაზიფიცირებული, რაც მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

გათვალისწინებულია საკმაოდ მასშტაბური ინვესტიცია. სამი წლის განმავლობაში 209 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 60 მლნ დაიხარჯება უკვე წელს”, – განაცხადა თურნავამ.

Comments
Loading...