თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

87

თიბისის თი ბოტმა The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სპეციალური აქცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ის, ვინც 1 სექტემბრამდე თი ბოტის შეთავაზებით ისარგებლებს, The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების შეძენას 44%-იანი ფასდაკლებით შეძლებს.

აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მომხმარებელმა Facebook Messenger-ში თი ბოტს The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ უნდა მისწეროს, რის შემდეგაც თი ბოტისგან პრომოკოდს მიიღებს. პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია 1 სექტემბრამდე, tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას.

ფასდაკლება ვრცელდება როგორც Silver, ისე Gold კატეგორიის ბილეთებზე. პრომოკოდის გამოყენებით ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 6 ბილეთის შეძენა.

პრომოკოდების რაოდენობა შეზღუდულია. ასე რომ იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები თი ბოტის სპეციალური შეთავაზებით და გახდით დაუვიწყარი სანახაობის მონაწილე.

ცნობილი ინგლისური დუეტის, The Chemical Brothers-ის კონცერტი 1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. ღონისძიების წარმდგენები "ისტერნ პრომოუშენსი" და თიბისი სტატუსი არიან.

Comments
Loading...