თიბისი Z  „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია

13

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. დაჯილდოების მეგობარია თიბისი Z.  ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა. 

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • მუსიკალური ვიდეო / Best Video
  • ლეიბლი / Best Label
  • ალბომი / Best Album
  • დიჯეი / Best DJ
  • ლაივ სთრიმი / Best Live stream 
  • ტრეკი / Best Track
  • მედია / Best Media 
  • Z არტისტი / Z Artist
  • ელექტრონავტი XII / Electronaut XII

თიბისი Z-ის მისია ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდაჭერა და მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში ხელშეწყობაა. წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში “Z არტისტი”  თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.

საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge.

საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს  გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები შეირჩევიან საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით. გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში, 11 დეკემბერს. დაჯილდოების ცერემონიალი ფონდის მედია მხარდამჭერის – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავა. 

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE. 

Comments
Loading...