“თიბისი სტატუსი” წარმოგიდგენთ მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti ფესტივალის გახსნა

331

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კახეთში, სასტუმროში "Lopota Lake Resort & Spa", კიდევ ერთი ფესტივალი სახელწოდებით "Jazz and Wine Kakheti" გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" გახსნის. ოდნავ მოგვიანებით კი, მსოფლიოში აღიარებული შვედი პიანისტი და კომპოზოტიორი იაკობ კარლზონი და მისი ტრიო გამართავს კონცერტს. დღის ბოლოსთვის, სტუმრების განწყობაზე დიჯეი მაჩაიძე იზრუნებს.

ფესტივალში "Jazz and Wine Kakheti" მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ღებულობენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო, ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის იაკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან  ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და "გემრიელი შოუს" წარმდგენი იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing).

Comments
Loading...