“თიბისი სტატუსი” შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

395

27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES – ის კონცერტი.

ფესტივალის პროგრამა:

  • 27 ივლისი, 19:00 – კლუბი TAKE 5  – CORY HENRY AND THE APOSTLES;
  • 28 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI;
  • 29 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – DE LA SOUL;
  • 30 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE; კლუბი TAKE5- MF  ROBOTS

ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი", ხოლო  მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  ფესტივალს ორგანიზებას უწევს კომპანია "ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions). მედია მხარდამჭერები არიან რუსთავი 2, იმედი, ARTAREA, რადიო "ფორტუნა", Music box,  გაზეთი "ჯორჯია თუდეი", ჟურნალი OK.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 27 მარტს,  დილის 9:00 საათზე, ონლაინ ვებგვერდზე www.tkt.ge.  ბილეთების თიბისი სტატუს და პრაიმ ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი.

ამასთანავე, წელს პირველად, "თიბისი დაზღვევა" ბილეთების დაზღვევის ინოვაციურ სერვისს გთავაზობთ. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ბილეთის ონლაინ ყიდვისას. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით ჯაზფესტივალზე წასვლას  ვეღარ ახერხებთ, ერთი კვირით ადრე თიბისი დაზღვევა ბილეთის ღირებულების 100 %-ს აგინაზღაურებთ.

Comments
Loading...