თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერს" კომპანია "ჯეოსელი" უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს – "ჯეოსელი სტარტაპერისთვის" ქმნის. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
"სტარტაპერისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.
კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს:
7 ლარიანი პაკეტი :
· 1000 წუთს ჯეოსელის ქსელში;
· 1000 SMS-ს;
· 1000 MB ინტერნეტს.
10 ლარიანი პაკეტი:
· 300 წუთი ლოკალურ ზარებზე*;
· 3000 SMS;
· 3000 MB ინტერნეტი.
* გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell.
"ჯეოსელი სტარტაპერისთვის" შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება "ჯეოსელის" სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.
"ჯეოსელი სტარტაპერისთვის" პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა "სტარტაპერის" ვებგვერდზე – https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.