თიბისი ლიზინგი წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს – სტარტო

403

სტარტო არის თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით შეიძინონ მეორადი ავტომობილები. სტარტო უნიკალური პროდუქტია, რადგან მთლიანად მომხმარებლის  კომფორტზეა მორგებული.  მანქანის შეძენის მსურველს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლოდინი. სტარტოს მეშვეობით ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

ამისთვის საჭიროა, შერჩეული გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებ-გვერდზე www.starto.ge  (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებგვერდზე, მომხმარებელს შეუძლია დააკოპიროს ლინკი, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც). რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ პასუხს დაფინანსებაზე, გაივლის ყველა დეტალს და შეიძენს თქვენს სასურველ მანქანას, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ. თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის. მთლიანი პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ასევე, თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში. მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტო-ლიზინგით ან ავტო-სესხით სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში პორტირება მოახდინონ.

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზევით, ავტომობილი კი მინიმუმ $2,000 აშშ დოლარად უნდა შეფასდეს.

სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას:

Ø  თუ ავტომობილის შეძენა გსურთ  და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება 100%-მდე.

Ø  თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე.

Ø  თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი ან შეიძინოთ უფრო ეკონომიური, შეგიძლიათ  მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე.

Ø  თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი,  ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებთ დაფინანსებას.  

სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული ავტომობილის და კლიენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებაზე და კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.

Comments
Loading...