თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი – შაჰრუ იზადი სამუშაო სესიას ჩაატარებს

5

16 და 18 თებერვალს, თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი – შაჰრუ იზადი, თემაზე – The Kindness Method, ინგლისურენოვან სამუშაო სესიას ჩაატარებს. 

სემინარზე დამსწრეებს შაჰრუ იზადი მარტივი, წერილობითი სავარჯიშოებით თვითშეფასების გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარება იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრების სასურველი მიმართულებით შეცვლისთვის მოტივაცია გაუჩნდეთ.

შაჰრუ იზადი იმ ინსტრუმენტებსა და ცოდნას გაუზიარებს აუდიტორიას, რომლებიც აუცილებელია კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის.

შაჰრუ იზადი ქცევის მოდელირების ექსპერტი, ტრენერი, სპიკერი და ბესტსელერი წიგნების ავტორია. მისი მიზანია ადამიანებში წინ წამოსწიოს მოტივაციის, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობისას და თვითშემეცნების საკითხები. ამით კი მათ დამოკიდებულებების დამარცხებასა და სასურველი ჩვევების შეძენაში ეხმარება.

შაჰრუ იზადმა ადიქციის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას ისეთი მეთოდები შეიმუშავა, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური ჩვევების შეცვლასა და მოტივაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.

მისი ეფექტური და ტოლერანტული მიდგომა საერთაშორისოდ აღიარებულია და მას მსხვილი კორპორაციები თანამშრომლების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და ასევე ინდივიდუალური პოზიტიური ცვლილებებისთვის იყენებენ.

საჯარო შეხვედრა ონლაინ ჩატარდება. დეტალების შესახებ ეწვიეთ ბმულს – https://fb.me/e/1vejy5vbj

Comments
Loading...