თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა

8

თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს.   

არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, თიბისი კაპიტალმა 2 ინდექსი შეადგინა. ინდექსები ინვესტორებს  საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შედეგიანობას შეადარონ.

თიბისი კაპიტალის სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს. თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი – რეგიონის  კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას.

2022 წელს თიბისი კაპიტალის ინდექსის მომგებიანობა შემცირებულია, როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ასევე დოლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის გამო. ამავე მიზეზების გამო, ინდექსის მომგებიანობა ჩამოუვარდება მსოფლიოში ობლიგაციების ბაზრის სხვა ინდექსების მომგებიანობას.

ინდექსების მომგებიანობას თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულად დაინაგარიშებს და 2 კვირაში ერთხელ, რეგიონული ობლიგაციების ბაზრის განახლებული რეპორტის საშუალებით გამოაქვეყნებს.

თიბისი კაპიტალის რეგიონული ობლიგაციების ბაზრის უახლეს რეპორტს გაეცანით ბმულზე.

Comments
Loading...