თიბისი ბანკი: სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

34

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სესხის შენატანის დაზღვევას სთავაზობს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის სესხის შენატანს 6 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევა გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დაზღვევის შეძენა 4 ლარიდან არის შესაძლებელი და ის მაქსიმუმ 500-ლარიან ყოველთვიურ შენატანს დაფარავს.

სესხის დასაზღვევად აუცილებელია, მომხმარებელი იყოს მინიმუმ 25 წლის და ბოლო 1 წლის მანძილზე ქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში.

თიბისი დაზღვევაში სესხის შენატანის დაზღვევის, ისევე როგორც იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტოსესხისა და განვადების დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

Comments
Loading...