თიბისი ბანკი: აგროდაზღვევა უკვე თიბისი დაზღვევაში

181

თიბისი დაზღვევა უერთდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას და ფერმერებს მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, აგრეთვე ხეხილის, წითელი და თეთრი ვაზის დაზღვევას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს თიბისი ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ.

თანადაფინანსება დაზღვევის ფარგლებში შემდეგია:

  • ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%;
  • ყველა სხვა კულტურის 70%.

დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის : სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას. თიბისი დაზღვევა ფერმერებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

Comments
Loading...