თიბისი ბანკის მხარდაჭერით, “ლიბერალმა” სპეციალური სარაგბო ჟურნალი “ჩვენი თამაში” გამოსცა

306

სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, კაფეში "ჩარლი ლისი" გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და  რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"ჩვენი თამაში" ჟურნალ "ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან.

ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარული ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პროექტის გამომცემელია "ლიბერალი" "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით. დღეიდან ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს  პრესის ჯიხურებში შეუძლიათ.

Comments
Loading...