თიბისის მენეჯმენტმა ბანკის აქციები გაყიდა

456

თიბისი ბანკის აქციებზე 1.8 მლნ გირვანქა სტერლინგის (₤) გარიგებები დაიდო. აქციები დირექტორთა საბჭოს წევრებმა გაყიდეს – 1 აქციის ფასი – ₤14.25 – ₤15 დიაპაზონში.

აქციები ყველაზე ძვირად ბანკის პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაყიდა – პირველი პორცია 15₤-ად, 21 090 ცალის ოდენობით. ბუცხრიკიძემ ჯამში 56 158 ცალი აქცია გაასხვისა, სულ 839 582 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ,” – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო GBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია (₤267 140) გაყიდა, ვანო ბალიაშვილმა – 11 237 (₤167 916), ხოლო ნინო მასურაშვილმა 7 662 ცალი აქცია (₤114 488 ). გარიგებები 12-13 დეკემბერს განხორციელდა.

ცოტა ხნით ადრე, ბანკის აქციონერთა რიგებიდან გავიდა კომპანია Inseco, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანია. გაყიდულია 40 950 აქცია, 2 ნაწილად, სულ 468 607 გირვანქა სტერლინგის ღირებულების.

5-12 დეკემბრის პერიოდში ბანკის აქციები (₤8 მლნ-მდე) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC) გაყიდა. IFC-ის პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია თიბისი ბანკის მთლიანი აქციების 4%-ს ფლობდა, გარიგების შემდეგ მას მხოლოდ აქციების 2.9% ეკუთვნის.

ლონდონის ბირჟაზე გასული 2 კვირის განმავლობაში გარიგებები თიბისი ბანკის 2 მლნ-ზე მეტ აქციაზე დაიდო.

Comments
Loading...