თვალჭრელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

8

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის ფერდობზე არსებულ თვალჭრელიძის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების შედეგად მოეწყო გზის ახალი საფუძველი და იგება ასფალტის საფარი. რეაბილიტირებული გზის ფართობი, დაახლოებით, 3500 კვ. მ-ს შეადგენს. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 220 000-მდე ლარი გამოიყო.

სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

Comments
Loading...