თერჯოლაში ფეროშენადნობის ქარხანა გაიხსნება

83

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თერჯოლაში ფეროშენადნობის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება.

საწარმოს ძირითადი მიმართულება ფეროსილიკომანგანუმის წარმოება და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე მისი რეალიზაციაა. ფეროსილიკომანგანუმის ძირითადი მომხმარებელი მეტალურგიული ინდუსტრიაა.

შპს “ექსიმგრუპი” საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განახორციელებს და 70 ადამიანს დაასაქმებს. ახალი საწარმო ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

შპს “ექსიმგრუპს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

Comments
Loading...