თეონა ჭალიძე: ყოფილი პარლამენტარები ბუჯეტიდან არ უნდა ვაფინანსოთ

435

"ახალი საქართველოს" წევრი თეონა ჭალიძე, ბიუჯეტიდან ყოფილი პარლამენტარების დაფინანსების თემაზე საუბრობს.

"ამჟამად გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი.ბოლო 1 წლის განმავლობაში, ყოფილმა დეპუტატებმა 4 601 157 ლარი, ფაქტიურად არაფერში მიიღეს. აღნიშნული თანხა, საქართველოს ბიუჯეტიდან იმიტომ გავიდა, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია მიეღოთ. გამოვდივარ ინიციატივით, გადაიხედოს კანონი და კომპენსაცია მიიღონ მხოლოდ იმ ყოფილმა პარლამენტარებმა, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ. გაუგებარია რატომ უნდა იხარჯებოდეს ამხელა ფული, ყოფილ პარლამენტარებზს, რომლებსაც აქვთ ბიზნესი და ფლობენ მილიონობით ლარის ქონებას. დღეს ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა. 126 570 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვია, ჯამში 445 555 სოციალურად დაუცველი გვყავს და 40000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა.

ქვეყანაში 39000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოს საჭმელს ჭამს და მხოლოდ თბილისში, 7030 მოქალაქეზე მეტი  ერთ წელზე მეტია ელოდება უფასო სასადილოს სიაში ჩასმას. მოსახლეობის 60 პროცენტი ვალით ჭამს და უბნის მაღაზიებში ნისიების რვეულებია გადავსებული – ბიუჯეტიდან მილიონები კი ყოფილ პარლამენტარებს მიაქვთ, რომლებიც არაფრის მაქნისები არიან", – განაცხადა ჭალიძემ

Comments
Loading...