თეონა ჭალიძე: საკვების მისაღებად, ადამიანები სხვის სიკვდილს ელოდებიან

425

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, თეონა ჭალიძე, დედაქალაში არსებულ უფასო სასადილოებსა და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

"მხოლოდ 2016 წლიდან, 7030 ადამიანი ელოდება რიგს, რომ ისარგებლოს უფასო სასადილოებით. თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. სამწუხარო რეალობაა, რომ ამდენი ადამიანი დგას რიგში და დღემდე ვერ მოხერხდა მათი დაკმაყოფილება. სახელმწიფოს აქვს არასწორი მიდგომები. მიმაჩნია, რომ უფასო სასადილოები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სოციალურად დაუცველისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ პროგრამაში. გაკეთდა განცხადება, რომ სახელმწიფოს 1.18 ლარი უჯდება თითოეული ასეთი მოქალაქის დღიურად გამოკვება. ამ დაანგარიშებით, მომლოდინე პირების გამოკვება, სახლემწიფოს დაუჯდება დამატებით 8.295 ლარი დღეში, რაც წლის განმავლობაში 3.027821 ლარია. მივმართავ თბილისის მერს დავით ნარმანიას, დაინტერესდეს ამ საკითხით და გამგეობებთან კოორდინირებული მუშაობით დააკმაყოფილონ რიგში მყოფი ადამიანები. ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს საკმარისი რესურსი. მითუმეტეს რომ არანაირი დადგენილი კრიტერიუმი არ არსებობს იმისა თუ რომელი სოციალურად დაუცველი ადამიანი ისარგებლებს ამ სერვისით და რომელი ვერ, არ შეიძლება სერვისით სარგებლობა იყოს დასწრებაზე, ვინ უფრო ადრე დაწერს განცხადებას", – განაცხადა ჭალიძემ.

მისივე თქმით, ე.წ დამატებით სიაში კი იმყოფება 2.308 ბენეფიციარი, რომლებიც საკვების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ ძირითად სიაში მყოფი ადამიანი არ გამოცხადდა, რაც საკმაო იშვიათობას წარმოადგენს. თეონა ჭალიძის განცხადებით, "ახალ საქართველოს" აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება დაკმაყოფილდნენ ეს ბენეფიციარები და დაინტერესების შემთხვევაში, მზადაა თანამშრომლობისა და კონსულტაციებისთვის.

თეონა ჭალიძემ დასძინა, რომ საგანგაშოა, როდესაც ადამიანი, უფასო სასადილოების ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარის გარდაცვალებას ელოდება, რომ თვითონ ჩაანაცვლოს და მოხვდეს ძირითად სიაში.

Comments
Loading...