თელეთის სასაკლაომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საკანალიზაციო ქსელი დააზიანა

314

დღეს, 26 სექტემებერს, ზემო ფონიჭალაში, თელეთის სასკალოს მიერ, მყარი ნარჩენების არასანქცირებულმა ჩაშვებამ საკანალიზაციო ქსელი დააზიანა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საწარმო რამდენჯერმე გააფრთხილა. ასევე, აღნიშნული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც თელეთის სასაკლაო ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დააჯარიმა.

აღნიშნული სანქციების გატარების მიუხედავად, საკანალიზაციო ქსელში ნარჩენების არასანქცირებული ჩაშვება კვლავ გრძელდება.

დღევანდელმა შემთხვევამ დაზიანა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკანალიზაციო ქსელი და მატერიალური ზიანი მიაყენა კომპანიას, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება.

Comments
Loading...