თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება კიდევ ერთმა ირანულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

368

თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-მა დაიწყო. საჰაერო მიმოსვლა 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 2 ივნისს შეასრულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე თვეში მიენიჭა.

ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Georgian Airways, ATA Airlines, Qeshm Air, Zagros Airlines და TABAN Airlines ასრულებენ.​

Comments
Loading...