თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე “ამაზრზენი ენით” საუბრის გამო თანამდებობიდან გადადგა

3

თეთრი სახლის პრეს მდივნის მოადგილე თ.ჯ. დაკლო თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც იგი დაემუქრა რეპორტიორ ქალს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკლომ პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტ ტარა პალმერს უთხრა, რომ გაანადგურებს მას. ჟურნალისტი ამ დროს მისი პირადი ცხოვრების შესახებ უსვამდა შეკითხვებს.

შაბათს გაკეთებულ განცხადებაში კი დაკლომ განაცხადა, რომ მისი საუბარი ამაზრზენი იყო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებს ყველას, ვინც “სხვა კოლეგის” მიმართ უპატივცემულო იქნება.

Twitter- ში გამოქვეყნებულ განცხადებაში 32 წლის დაკლო წერს: “ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს ჩემს სინანულს, უხერხულობას და ზიზღს ჩემი საქციელის მიმართ.”

“მე გამოვიყენე ენა, რომელიც არცერთმა ქალმა უნდა მოისმინოს ვინმესგან საერთოდ, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ის მხოლოდ თავისი საქმის შესრულებას ცდილობდა. ამაზრზენი, უპატივცემულო და მიუღებელი საუბარი იყო.

ძალიან განრისხებული ვარ, რადგან შევარცხვინე და იმედგაცრუებული დავტოვე ჩემი კოლეგები და პრეზიდენტი ბაიდენი და დღეს თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან განხილვის შემდეგ, მე ვტოვებ თანამდებობას.

ქალბატონი პალმერი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს განვითარებულ მოვლენებზე.

Comments
Loading...