“თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა” ჩინურ ავტომწარმოებელ “ბაიკ მოტორთან” მემორანდუმი გააფორმა

332

12 აგვისტოს თეგეტა მოტორსის ჰოლდინგში შემავალმა კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა" უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელთან, "ბაიკ მოტორთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკოლოგიურმა მდგომარეობამ და ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ. BAIC MOTOR ცნობილია თავისი ელექტრომობილებით, ის პეკინის ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებელია და 2016 წლის მონაცემებით ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრის 30%-ს ფლობს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მოკლე დროში საქართველოს გზებზე BAIC-ის ელექტრომობილები იმოძრავებენ და ქალაქში გადაადგილებაც გაცილებით ეკონომიური და რაც მთავარია, ეკოლოგიური გახდება.

აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს აქვთ სწრაფი დატენის ფუნქციაც და ამასთანავე, ზოგიერთი მოდელი დატენის გარეშე 400 კმ-ს. გადის.

"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.

Comments
Loading...