"თეგეტა მოტორსმა" და კომპანია TOTAL-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად "თეგეტა მოტორსი" TOTAL-ის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.
TOTAL-ი გახლავთ სამშენებლო – სარემონტო ხელსაწყოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. ბრენდი მთავარ აქცენტს ხელსაწყოების ხარისხზე, მარტივ და უსაფრთხო გამოყენებასა და ფუნქციონალურ დატვირთვაზე აკეთებს, „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კმაყოფილი მომხმარებელია და ეს ეჩვენი პროდუქციის ყველაზე დიდი რეკლამაა“ – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
"თეგეტა მოტორსის" ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს TOTAL-ის ბრენდის შემდეგი ხელსაწყოები: ბურღები, ქანჩები, პერფორატორები, პრტყელტუჩები, ჩაქუჩები, დამცავი ხელთათმანი და ფეხსაცმელი, ხელსაწყოების ნაკრებები და სხვა მრავალი საჭირო ხელსაწყოები.
"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.