თეგეტა მოტორსის ახალი შეთავაზება

393

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, "თეგეტა მოტორსი" გთავაზობთ  Shell-ის ბრენდის  პრემიუმ კლასის ძრავის ზეთზე სპეციალურ შეთავაზებას.  27 მარტიდან, "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში შეიძინეთ  4 ან მეტი ლიტრი SHELL Helix Ultra-ს ძრავის ზეთი და მიიღეთ საჩუქრად ძრავის, ჰაერის, სალონის და საწვავის ფილტრების შეცვლის სერვისი. აქცია მოქმედებს "თეგეტა მოტორსის" როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში.

Shell-ი გახლავთ ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც  100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ი უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. "თეგეტა მოტორსი"  Shell-ის საცხებ-საპოხი  მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების,  ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

Comments
Loading...