თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.9%-ით შემცირდა

374

2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. შესაბამისს ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლრდ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით შემცირდა და 29.3  მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტით შემცირდა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

Comments
Loading...