თებერვალში შემოსული ფულადი გზავნილები 17.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე

468

2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 248.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით (14.3 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.8 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მილიონი აშშ დოლარი (38.5 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მილიონი აშშ დოლარისა (39.0 მილიონი ლარისა) გასული წლის თებერვალში.
Comments
Loading...