თებერვალში ტურისტების რაოდენობა 27.1%-ით გაიზარდა

222

2018 წლის თებერვალში საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 72,796-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +19.8%)-ია.

თებერვლის თვის სტატისტიკური მონაცემები საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწვდის.

თებერვლის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 177,845შეადგინა, რაც37,927-ით მეტია 2017 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +27.1%).

2018 წლის თებერვალში თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-2.2%), სომხეთიდან (+27.1%), თურქეთიდან(+28.1%), რუსეთიდან (+24.2%) და ირანიდან (+130.6%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +49%, ლიტვა +36%, საფრანგეთი +31%, გერმანია +21%და სხვა.განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +134%, ირანი +131%, ჩინეთი +83%, ისრაელი +73%, ინდოეთი +37% და სხვა.

2018 წლის იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.2%)-ია.

იანვარი-თებერვლის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 367,321შეადგინა, რაც73,320-ით მეტია 2017 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ტურიზმი დინამიურად ვითარდება და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ ჩვენს მთავრობას გააჩნია ტურიზმის განვითარების სწორი ხედვა და პოლიტიკა. 2018 წლის თებერვალში 20%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტების რაოდენობა რომლებიც 24 საათი და მეტი დროით დარჩნენ საქართველოში 27%-ით არის გაზრდილი.

ეს ყველაფერი თამამად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელი, ჩვენ პირველად გადავლახავთ 8 მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს", – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

Comments
Loading...