თებერვალში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 116.9 მლნ ლარით გაიზარდა

20

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი მარტისათვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა.

2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.5 პროცენტია.

Comments
Loading...