თბილისში H&M-ს მეორე მაღაზია “ისთ ფოინთში” გაიხსნება

213

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) თბილისში მეორე მარაზიას გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას HMGeorgia ავრცელებს.

მაღაზია გაიხსნება 2018 წლის გაზაფხულზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ "ისთ ფოინთში", რომლის მისამართია ალექსანდრე თვალჭრელიძის N2. გახსნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

Comments
Loading...