თბილისში ხვალ საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

236

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, 2018 წლის 22 მარტს, 10:30-ზე,  სასტუმრო Courtyard Marriott-ში  საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნკოს  ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

ბიზნეს-ფორუმს  საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი  ნინო ჩიქოვანი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე  ვლადიმერ ულახოვიჩი გახსნიან.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან  და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი  დაინტერესებულნი  არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნეს-სექტორის 190-მდე წარმომადგენელი.

გარდა გახსნის ღონისძიებისა  და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ. დოლარამდეა.

Comments
Loading...